თეგებით ძიება

შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი, რომელიც შვილიშვილის არაერთგზის გაუპატიურებისთვის იყო ბრალდებული, დამნაშავედ ცნო. მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის მიხედვით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა