თეგებით ძიება

"საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არაფერი იმალება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“ - ანასტასია შატალოვას მამის პირველი კომენტარი(ვიდეო)

„კურიერმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა თბილისში მოკლული 25 წლის ქალის, ანასტასია შატალოვას მამასთან. მისი აზრით ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, ის გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია.

„ეს შეკვეთილი მკვლელობაა. სავარაუდოდ, გამოძიება უფრო მეტ დეტალს დაადგენს. არის დამნაშავეთა ჯაჭვი, რომლის შესახებაც გამოძიება ინფორმირებულია, მაგრამ იმისთვის, რომ სასამართლოს წინაშე წარდგნენ, საჭიროა მტკიცებულებები, რომელიც გროვდება.

ქართველმა გამომძიებლებმა უმოკლეს ვადაში გამოიძიეს ეს საქმე და დააკავეს დამნაშავეები, მინდა ყველა პოლიციელს და გამომძიებელს ამისთვის მადლობა ვუთხრა. გამოძიება პროფესიონალურად მიდის. მინდა დამკვეთს მივმართო - მას აუცილებლად დააკავებენ. მე არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო და დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არაფერი იმალება და დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“, - აცხადებს შატალოვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა