თეგებით ძიება
23. 10. 2021 მსოფლიო

იცოდა თუ არა ბოლდუინმა ნამდვილი ტყვიების შესახებ – სასამართლოს განცხადება

მსახიობ ალეკ ბოლდუინს ფატალურ გასროლამდე უთხრეს, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები არ იდო.

სასამართლოს ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გადასაღებ მოედანზე გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ ის “ცივი” – უსაფრთხო იყო.

ირკვევა, რომ გადაღების დაწყებამდე არც ასისტენტმა იცოდა, რომ პისტოლეტში ნამდვილი ტყვიები იდო, რადგან მან იარაღის უსაფრთხოების შესახებ მსახიობს მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებული ფრაზა უთხრა.

BBC-ის ცნობით, პირი, რომელსაც იარაღის შემოწმება ევალებოდა 20 წლისაა და ეს აღნიშნულ პოზიციაზე მისი პირველი სამუშაო იყო.

შეგახსენებთ, მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, ფილმის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი დაიღუპა. გარდაცვლილია 42 წლის უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა