თეგებით ძიება

გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის სანახავად ციხეში მივიდა

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და პარტიიდან წავიდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება ამ დრომდე შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა