თეგებით ძიება

"მადლობა ბატონო ირაკლი, მართლაც გვეხმარებით, უკეთესს ვერ ვინატრებდით" - ნიკა მელია ღარიბაშვილს

თუ ბატონი ღარიბაშვილი დარწმუნებულია იმაში, რომ ოპოზიცია ვერ იმარჯვებს, რატომ დადის ქალაქიდან ქალაქში და რატომ ხარჯავს ძვირფასს დროს? – ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, თქვა, რომ ოპოზიცია ვერცერთ მუნიციპალიტეტში ვერ გაიმარჯვებს.

“მინდა, ბატონ ღარიბაშვილს, პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს. მადლობა მას არსებობისთვის, იმიტომ, რომ ის დიდწილად ჩვენ გვიადვილებს პოლიტიკურ ცხოვრებას და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კონტრასტს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ანუ ალტერნატივასა და ხელისუფლებას შორის, კოალიციურ მთავრობასა და ბატონ ღარიბაშვილს შორის. მადლობა ბატონო ირაკლი, მართლაც გვეხმარებით, უკეთესს ვერ ვინატრებდით, იმდენად დიდი ზიზღის, ბოღმის და ბალღამის ფრქვევა მოდის თქვენგან, თბილისელებს ეს არ სჭირდებათ, ამიტომ რაც უფრო ბევრ პრესკონფერენციას ჩაატარებს, ჩვენ უფრო მადლიერები დავრჩებით”, – თქვა ნიკა მელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა