თეგებით ძიება

“დედაჩემის გაზრდილი კიდევ კარგად ვარ, სიზმარში ” სპარსელების შემოსევას რომ არ ვხედავ” – თაკო ჩარკვიანი

“ჩემთვის ვფიქრობ ახლა და მეცინება…ამის ანუ დედაჩემის გაზრდილი კიდევ კარგად ვარ, სიზმარში ” სპარსელების შემოსევას რომ არ ვხედავ” – წერს სოციალურ ქსელში “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი და დედასთან დიალოგის დეტალებს აქვეყნებს.

“ჩემი და დედაჩემის დიალოგი: -რას შვება ის ბიჭი შიმშილობს?! (ის ბიჭი ანუ პრეზიდენტი)-კი დე …22-ე დღეა.-აცნობეთ მსოფლიო თანამეგობრობას, დიპლომატებს?!-კი დე სერიოზული გამოხმაურებებია ევროპარლენტარებისგან..-მაშინ მხოლოდ ერთი დარჩა ..-რა არის ის “ერთი” ?!(ვეკითხები 86 წლის დედაჩემს)-ხალხი – ეს ერთადერთია და ეს რაოდენობას სულაც არ ნიშნავს-რაოდენობაც მნიშვნელოვანია დე (ვეუბნები)-მე ხალხი გითხარი თაკო და არა “ბრბო”, ხალხი არასოდეს არის ბევრი (მიპასუხა 86 წლის ირმა ჩხეიძემ) და გააგრძელა: მრავალი წელია უსამართლობა სუფევს და ამ ახალგაზრდა პრეზიდენტის დასჯით რუსეთს ნუ გავახარებთ, ნუ დავამცირებთ საქართველოს…….ჩემთვის ვფიქრობ ახლა და მეცინება…ამის ანუ დედაჩემის გაზრდილი კიდევ კარგად ვარ, სიზმარში ” სპარსელების შემოსევას რომ არ ვხედავ” – წერს თაკო ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა