თეგებით ძიება

სამარგალო - ჩემი დედულეთი... ძალიან მენატრებოდა ეს ცა და აქაურობა" - მიხეილ სააკაშვილის ახალი ვიდეო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ახალი ვიდეო ვრცელდება. ვიდეოკადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ სამეგრელოში იმყოფება.

"ძალიან, ძალიან მენატრებოდა ეს ცა და აქაურობა საერთოდ. სამარგალო - ჩემი დედულეთი. ძალიან, ძალიან მენატრებოდა. მიყვარხართ ყველა", - ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა