თეგებით ძიება

"არ შეიძლება, პრეზიდენტი შიმშილით გარდაიცვალოს. ეს სირცხვილია!!! რას ველოდებით, რომ შიმშილს ვერ გაუძლებს? ერთი კვირის შემდეგ შიშმშილს ნაკლებად გრძნობს ორგანიზმი" - თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში სააქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს ეხმაურება:

"ვეცადე ამ თემისთვის გვერდი ამეარა, თუმცა ამას, ასეთ ვითარებაში, ვერც ერთი თავმოყვარე ექიმი, ქართველი თუ უბრალოდ ადამიანი მოახერხებს.

არ შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაზე, ევროპელობაზე და საერთოდ რაიმეზე პრეტენზია აქვს, რიგითი მოქალაქე და მით უმეტეს პრეზიდენტი და მსოფლიო ფიგურა შიმშილით გარდაიცვალოს. ეს სირცხვილია!!!

სააკაშვილი, რომელმაც შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ შევარდნაძეს (მისი შეცდომები გახსოვთ ალბათ?!) 2003-ში ექს-პრეზიდენტი არ უწოდა, ერთხელ პრეზიდენტი ყოველთვის პრეზიდენტი რჩებაო და პატივი მიაგო, მაშინ ჩემს თვალში 100-ჯერ მაინც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის მსგავსი უღირსი არსება ბევრი არ მეგულებოდა ქვეყნად.

ეს შენი ღირსებაა თუ როგორ მოექცევი მეტოქეს ან თუნდაც მტერს და არა მისი!

მეასე ხარისხოვანია ეს ადამიანი პატივისცემას იმსახურებს თუ არა (ჩემს აზრს არ ვაფიქსირებ, პოსტი ნეიტრალური და აპოლიტიკურია!!), ის საქართველოს პრეზიდენტი იყო!

თუ არ გვახსოვს 2003-მდე რომ ქვის ხანაში ვცხოვრობდით, შუქი/გაზი იყო სანატრელი და ქუჩაში გასვლის და დაყაჩაღების გვეშინოდა, ადამიანურია, თავისი სახელი ჰქვია ამ ფაქტს, მაგრამ მაინც ადამიანურია, თუმცა ის მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო!

სააკაშვილის პრობლემა დღეს პოლიტიკურია და არა სამედიცინო. მე შემრცხვება თუ ქართველი პოლიტიკოსები ამ პრობლემის მოგვარების დიპლომატიურ გზას ვერ გამონახავენ და საქმეს რეანიმაციამდე მიიყვანენ...
ამ ჩირქის ჩამორეცხვა შეუძლებელი იქნება!

სამრცხვინოა დებატები თუ რომელ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ დამძიმების შემთხვევაში! თავმოყვარე და ღირსეული პოლიტიკოსი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო კლინიკას შესთავაზებდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მოვიქცეოდი.

რისი გვეშინია, იმ ადამიანის გაქცევის, რომელიც თავისი ფეხით ჩამოვიდა? რას ველოდებით, რომ შიმშილს ვერ გაუძლებს? ერთი კვირის შემდეგ შიშმშილს ნაკლებად გრძნობს ორგანიზმი, მხოლოდ სისუსტეს და ცუდად ყოფნად აღიქვამს! 10-14 დღიანი შიმშილის შემდეგ ორგანიზმში ლაქტატ- და კეტოაციდოზი იწყება (სისხლის „გამჟავება“), კორექციის გარეშე შეუქცევად პროცესებს იწვევს! ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპიდან არათუ ნელ-ნელა, არამედ ნებისმიერ წამს მომენტალურად შეიძლება დამძიმდეს და ნებისმიერ წამს შეიძლება უკვე გვიანი იყოს!

ნუ მოვიჭრით საჯაროდ თავს!!! თუ ჯერ კიდევ გვაბია რა თქმა უნდა!!", - წერს ჟამურაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა