თეგებით ძიება

"პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს" - გიგა შუშანია

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს, – ინფორმაციას ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული) ეს იგივეა მესი რომ ჩამოსულიყო ტორპედოს სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ.

გუშინ რუსთავის ციხესთან ქუთაისის მერის მხარდამჭერების სამარცხვინო აქციის შემდეგ თუ ახალ რეკორდებს მოხსნიდნენ, მეც ვერ წარმომედგინა”

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს უცხადებს მხარდაჭერას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა