თეგებით ძიება

“მგონი ძალიან გასულები ხართ, რა გემეორეტურებათ? გააქვთ გათვლილი რისკები?!” – თეა თუთბერიძე

"კმარელი" თეა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

“ხვალ რომ სააკაშვილი მოკვდეს, მაინტერესებს როგორ წარმოუდგენია რომელიმე პუტინის მონას მანდ ხელისუფლებაში დარჩენა?! პუტინს რომ მაგ ქვეყნის ბოლომდე მიწასთან გასწორება უნდა ეგ ვიცით, მაგრამ ვისაც ოდნავ მაინც ჭკუა მოგეკითხებათ, ააკითხეთ იმ პატივცემულს შუშის სასახლეში და აუხსენით რომ ვერ გაასწრებს. პუტინის სპეცსამსახურებს არავინ დაუწყებს ძებნას, მაგას მიადგებიან!

ნაციონალური მოძრაობას მინდა ვკითხო, რა გემეორეტურებათ? გააქვთ გათვლილი რისკები რა შეიძლება მოხდეს მაგ ქვეყანაში?!

ნიკასთვის არ მისმენია. მხოლოდ ნიუსის სათაურები ვნახე. პირველი, უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი! მეორე, პუტინთან ვერანაირი შერიგების გეგმა ვერ იქნება! მესამე, თუ მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება, არა მხოლოდ ივანიშვილი და პუტინის სხვა მონები აღმოჩნდებიან ძალიან საშინელ მდგომარეობაში, არამედ აღმოჩნდებით თქვენც ყველა, და მთლიანად ქვეყანა!

P.S. მგონი ძალიან გასულები ხართ ყველა მაგ ქვეყანაში და რისკებს სათანადოდ ვერ აფასებთ!”, - წერს თუთბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა