თეგებით ძიება

“ეუბნებიან, გაჭმევთ და 50 ლარს გადაგიხდითო… თეატრის თანამშრომლებს პირდაპირ ემუქრებიან” – ირაკლი კუპრაძე

“ლელოს” წვერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ბათუმიდან საჯარო მოხელეები მუქარის და ანაზღაურების ხარჯზე მოჰყავს ხელისუფლებას ხვალინდელ აქციაზე.

“უამრავი ადამიანი გვირეკავს და გვეუბნებიან, რომ მათ უბრალოდ ემუქრებიან, მათ შორის, ბათუმის თეატრის თანამშრომლებს პირდაპირ ემუქრებიან, ეუბნებიან, რომ ისინი დილით უთენია უნდა ჩასხდნენ ტრანსპორტში და აქციაზე წამოვიდნენ.

მათ ვეუბნებით, რომ მათ უნდა გამოხატონ წინააღმდეგობა, ღირსების დასაცავად – მათ ულახავენ ღირსებას… ეუბნებიან, რომ გაჭმევთ და 50 ლარს გადაგიხდით.

მათ სთავაზობენ 50 ლარს და კვებას აქციის თითო მონაწილეზე. სამარცხვინო ამბავია. ამ ქალაქს გააჩნია ღირსება, რომელიც აჩვენა პირველ ტურში და დაიცავს ამ ღირსებას მეორე ტურში. მოვუწოდებ, ვისაც აქვს გამძლეობა და შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს, არ წაჰყვეს მათ თბილისში.”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა