თეგებით ძიება

ის, რომ სააკაშვილს ფანჯრები დაუბურეს, სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაწესებულების მესამე სართულზე რემონტი ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილის საკნის ფანჯრები დაბურა.


პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„გაცნობებთ, რომ მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე, შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს.

რაც შეეხება კობა ნაყოფიას მიერ გაჟღერებულ კიდევ ერთ ბრალდებას, თითქოს, ციხის ადმინისტრაციამ ადვოკატების გარდა, ყველა პირს, სააკაშვილის წერილების გამოტანა აუკრძალა გაცნობებთ, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდადებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულის/მსჯავრდადებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდადებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდადებულის ხარჯით ეგზავნება.

ასევე, აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდადებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არცერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდადებულზე.

სწორედ ბრალდებულის/მსჯავრდადებულის მიმოწერას ეხება „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების 37-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, ბრალდებულს/მსჯავრდადებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა; წარადგინოს განცხადებები, ბრალდებულის/მსჯავრდადებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდადებულის წერილების ადრესატისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდადებულის ხარჯით.

რაც შეეხება ადვოკატის მიერ კორესპონდეციის დაწესებულებიდან გამოტანას, აქვე დამატებით აღვნიშნავთ, რომ მათ შორის არც ადვოკატი არ არის უფლებამოსილი დაწესებულებიდან გამოიტანოს ბრალდებულის/მსჯავრდადებულის პირადი ხასიათის კორესპონდენცია, ადვოკატს შეუძლია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალების გამოტანა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა