უგემრიელესი ჭახრაკინა – რეცეპტით
ინგრედიენტები:
- ყველი
- ჭარხლის ფოთოლი
- ცომი
- ზეთი
- ერბო
მომზადების წესები:
მოზილეთ ცომი მარილით, საფუარითა და წყლით, დააცადეთ ორჯერ ამოსვლა და ზეთიანი ხელით ჩაზილეთ. გულში მოათავსეთ ყველის ოდენობის პროპორციული დაკეპილ-დამარილებულ-გაწურული ჭარხლის ფოთოლი, გადაურიეთ გახეხილ ყველში. გაბრტყელებულ ცომში ჩადევით იმდენი გული, რამხელაც გაბრტყელებამდე იყო ცომის გუნდა.
მოუკრათ თავი, 2 წამი დააცადეთ, გააბრტყელეთ და ცხელ ტაფაზე გამოაცხვეთ,ზემოდან წაუსვით ერბო.