თეგებით ძიება

"მსოფლიო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, სად დგას ქართველი ხალხი" - ბექა დავითულიანი

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიო საზოგადოებას, სად დგას ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც დგას ქართულ ქრისტიანულ ღირებულებებზე, რომელსაც განახორციელებს, ერთი მხრივ, ეს ქვეყანა და მეორე მხრივ, ჩვენი პარტია, გამოვიდეს, დადგეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ვინაიდან ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მსოფლიო საზოგადოებას, სად დგას ქართველი ხალხი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე აქცია გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა