თეგებით ძიება

სასწრაფოდ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში - EPP

,,ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატიმრიბაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყონებლივ გადაიყვანოს.

EPP სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

ევროპული პარტიის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ნებისმიერი გაუარესებაზე პასუხისმგებელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება იქნება.

"შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში; ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მისი ჯანმრთელობის ნებისმიერ გამწვავებაზე"- წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა