თეგებით ძიება

“შიგ ხომ არ გაქვთ ყველას მაგ პარტიაში?!!" - თეა თუთბერიძე "ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს

"კმარელი" თეა თუთბერიძე "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:

“რასაც მე შორიდან ვუყურებ ხელისუფლებას ხომ არ აქვს გაცნობიერებული რა ბეწვის ხიდზე გადიან მაგრამ უბედურება ისაა რომ ენმ-საც კი არ აქვს გაცნობიერებული რა შეიძლება მოხდეს!!!

ხალხო, თქვენ მართლა და მართლა შიგ ხომ არ გაქვთ ყველას მაგ პარტიაში?!! რა 30 ოქტომბერი და რა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და 20 ქალაქი?!

გგონიათ იმას რომ რამე მოუვიდეს იქ ციხეში თქვენ თბილად ჩადებთ უკანალებს პარტიის ოფისის სავარძლებში ან სადმე სხვაგან და გააგრძელებთ პოლიტიკოსობანას?! მართლა ასე გგონიათ??

გადით ქუჩაში სანამ დროა და პარალელურ რეჟიმში ატეხეთ საერთაშორისო განგაში, სასწრაფო წესით ააწევინეთ უკანალები საელჩოებიდან ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ არა მერე უკვე გვიან იქნება და წაგლეკავთ ყველას ეს გაუაზრებლობა რეალობის!

ნუ ელოდებით მიშას რომ ის მოგწერთ იქედან ხვეწნა-მუდარის წერილებს!!!”, - წერს თუთბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა