თეგებით ძიება

"ფერება დამიწყო სახეზე, იცი, ძალიან ჰგავხარ ჩემს ცოლსო. მერე მკერდზე დამიწყო ხელის მოსმა..." - ძალადობა 9 წლის ბავშვზე

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტრორია ვრცელდება:


"9 წლის ვიყავი. ბებიის სამსახური სახლთან ახლოს იყო. ოდნავ ხანშიშესული თანამშრომელი ჰყავდა, რომელიც სულ იქ იყო და მეც მიცნობდა. ბაბუად აღვიქვამდი და კარგი კაცი იყო, იყო რა, მეგონა. ყოველთვის თბილად მკითხულობდა.

ერთ დღესაც, ბებიამ რაღაც გამატანა იმ კაცთან. მარტო იყო. რომ ჩავედი ქვემოთ, მოდი, დაგათვალიერებინო აქაურობაო. ყველაფერი როცა მაჩვენა, მოდი, კალთაში ჩამიჯექი და აბა მომიყევიო. ცუდი, ცხადია, არაფერი მიფიქრია. შეყვარებული თუ გყავსო? აბა რა დროს ჩემი შეყვარებულია-მეთქი. ფერება დამიწყო სახეზე, იცი, ძალიან ჰგავხარ ჩემს ცოლსო. მერე მკერდზე დამიწყო ხელის მოსმა, ძალიან შემეშინდა და წამოვდექი, უნდა წავიდე, ბებია ინერვიულებს-მეთქი.
აჩქარებული გულით სახლში ავვარდი, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. ვიცოდი, ხმამაღლა რომ მეთქვა, კარგი არაფერი მოყვებოდა. ცოცხალს არ დატოვებდნენ არც ჩემები, არც ჩვენი ახლობლები. ძველ უბანში ვცხოვრობთ, ყველა იცნობს ერთმანეთს და შესაბამისად ჩვენს ოჯახსაც.

მერე რაღაც პერიოდი ბებიასთან ერთად რომ მხვდებოდა, ისევ გულთბილად მიღიმოდა. გული მერეოდა. ერთხელ სახლში ამომაკითხა როცა მარტო ვიყავი. ძალიან შემეშინდა და ეგრევე ცხვირთან მივუჯახუნე კარი და დავკეტე. ამის მერე დამანება თავი. იმედია, ძაღლურად ამოხდა სული, ან თუ ისევ ცოცხალია, იტანჯება. მაგრამ ეგეთ ადამიანები ხო მარტივად ძვრებიან, იციან, ვისთან გაუვათ. მას მერე მეზიზღება ჩემი სხეული, მკერდი რომელიც "დროზე ადრე" გამეზარდა, მეზიზღება მოხუცი კაცები. დაპანიკებული ვარ ბავშვებზე, ვცდილობ 1 წამითაც არ დავტოვო მარტო, ოჯახის წევრებს ირაციონალური ვგონივარ, მეც მიწევს "ათასი ავადმყოფიათი" თავის მართლება და მოჩვენებითი სიმშვიდის მორგება. მას შემდეგ 14 წელი გავიდა...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა