თეგებით ძიება

კელი დეგნანი - ძალიან შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი შეშფოთებულია საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო.

აშშ-ის ელჩი საქართველოში აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობა.

"რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის კარგად ყოფნაზე. რა თქმა უნდა, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, მნიშვნელოვანია კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობა. ვხედავთ, რომ შექმნილია ექიმების მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც აკვირდება მის მდგომარეობას. ამას ჩვენც ვაკვირდებით", - აცხადებს აშშ-ის ელჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა