თეგებით ძიება

"სულაც არ არის უპრეცედენტო ამბავი, ხელისუფლება რომ აქციას მართავს" - სოფო ბუკია

ჟურნალისტი, სოფო ბუკია სოციალურ ქსელში ხელისუფლების მიერ თბილისში აქციის გამართვას ეხმაურება:

"სულაც არ არის უპრეცედენტო ამბავი, ხელისუფლება რომ აქციას მართავს. ძალიანაც პრეცედენტულია.
2012 წლის სექტემბერში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ათი ათასობით მხარდამჭერი შეკრიბა თბილისში მასშტაბურ ყრილობაზე (მხარდამჭერთა მთავარი ბირთვი მაშინაც მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები იყვნენ). რამდენიმე დღეში "ნაციონალებმა" არჩევნები წააგეს და აგერ უკვე ცხრა წელია ოპოზიციაში არიან.

კიდევ ერთი ცნობილი მაგალითი მსოფლიო ისტორიიდან, რომელიც გვაჩვენებს, თუ რა ფასი აქვს ხელისუფლების მიერ "ძალის" დემონსტრირებას.
1989 წლის 21 დეკემბერს რუმინეთის პრეზიდენტმა ნილოკაე ჩაუშესკუმ ასი ათასზე მეტი მხარდამჭერი შეკრიბა ბუქარესტის მთავარ მოედანზე. ზუსტად ოთხ დღეში, ეს ხალხი ტელევიზორში უყურებდა, როგორ გაასამართლეს და დახვრიტეს ჩაუშესკუ და დიდი სახალხო სიხარული მოჰყვა ამ ამბავს რუმინეთში.
ორივე მიტინგის ფოტოს თან ვურთავ", - წერს ბუკია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა