თეგებით ძიება

"სალომე ზურაბიშვილი, ბუჩქებში დამალვა არ გიშველის. სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, შენ იქნები ნომერი პირველი მკვლელი" - ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილლს მიმართავს:

"სალომე ზურაბიშვილი, ბუჩქებში დამალვა არ გიშველის. სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, შენ იქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტის ნომერი პირველი მკვლელი. და ეს ცოდვა არც შენ წინაპრებს არ მოასვენებს და არც შენ შთამომავლობას !", - წერს ეკა კვესიტაძე ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა