თეგებით ძიება

"დღეს უსახურთა ურდო კი შემოესია თბილისს, მაგრამ ეს გაუგებარი კაცთმოძულე მასა, ჩვენ დროშას ხელუხლებელს ტოვებს" - მაია ნადირაძე "ოცნების" აქციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ყფილი წევრი, მაია ნადირაძე დღეს, თბილისში "ქართული ოცნების" მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დღევანდელი დღის კარგი ამბავი ისაა, რომ დღეს უსახურთა ურდო კი შემოესია თბილისს, მაგრამ ეს გაუგებარი კაცთმოძულე მასა, ჩვენ დროშას ხელუხლებელს ტოვებს. საქართველოს დროშას ხელს არ კიდებენ. სადღაც გულის სიღრმეში იციან, რომ არც დროშაა მათი და არც ეს ქვეყანა.
ან, არ კიდებენ ხელს, იმიტომ რომ ეშინიათ, ემანდ, ხუთჯვრიანი დროშა ის “ იავნანა” არ აღმოჩნდეს, მანქურთებს მეხსიერებას რომ გაუღვიძებს და გაახსენებს, რომ ადამიანები და თან ქართველები არიან.
მე მაინც მადლიერი ვარ, რომ დროშას არ გვიბილწავენ. დროშა ჩვენია!", - წერს მაია ნადირაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა