თეგებით ძიება
28. 10. 2021 ბიზნესი

ჰარმონიული ცხოვრებისთვის ქალაქგარეთ გადასვლამდე ჯერ კიდევ არის არჩევანი

ქალაქში ჩავიხუთე; ამ ქალაქიდან გაქცევა მინდა; ქალაქგარეთ უნდა გადავბარგდე - ფრაზებია, რომლებსაც კოვიდპანდემიურ თბილისში ხშირად გაიგონებთ.
კოვიდპანდემიამ რომ ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინა, არახალია, თუმცა, მან ბიზნესზეც თავისი კვალი დატოვა და გარკვეული ტენდენციებიც ჩამოაყალიბა: მკვეთრად მოიმატა მიწაზე მოთხოვნამ თბილისთან ახლოს, დედაქალაქის შემოგარენში. ლისის ზედა დასახლება, მუხიანი, მუხათწყარო, კიკეთი, კოჯორი, მცხეთა, საგურამო, მუხრანი - ეს ის ტერიტორიებია, რომლებზეც მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად, კერძო სახლების მშენებლობაზეც ბუმია.

აღსანიშნავია, რომ ვინც თბილისს გაურბის, საბოლოო ჯამში, ძირითად დროს მაინც დედაქალაქში ატარებს აქტიური სამუშაო ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე. ამიტომ, სანამ თბილისიდან გადაბარგებას გადაწყვეტთ და ქალაქგარეთ დაიწყებთ სახლის ძიებას, გაეცანით პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის პროექტს - ალფა სახლი ნუცუბიძეზე,რომელიც გთავაზობთ კომფორტს, ჯანსაღ გარემოს და ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობას ქალაქის ცენტრში. ჯერ კიდევ არის დრო და არჩევანი, რომ თბილისშივე იპოვოთ თქვენი გემოვნებისა და მოთხოვნის შესაბამისი ბინა.
რას გთავაზობთ ალფა სახლი ნუცუბიძეზე,
ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად უსაფრთხო ეზოს;
გამწვანებულ სივრცეს;
25-მეტრიან საცურაო აუზს;
ფიტნეს დარბაზს;
დაცულ და უსაფრთხო ადგილს ბავშვებისთვის;
სივრცეს ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის;
გამოყოფილ სივრცეს შინაური ცხოველებისთვის;
კომერციულ ფართს;
სივრცეს შეხვედრებისთვის;
დაცვის 24-საათიან მომსახურებას;
პარკინგს.
საცხოვრებელ კომპლექსს აქვს ლობი და რისეფშენი. ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ მობინადრეებს კი, სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღება ერთ სივრცეში შეუძლიათ.
ხედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მობინადრეთათვის - ალფა სახლი ნუცუბიძეზე კი გთავაზობთ გამორჩეულად ლამაზ ხედს ქალაქზე.


თბილისის თვალწარმტაცი ხედის შემყურეს შეგიძლიათ შექმნათ დაუვიწყარი მომენტები და საღამოები, ისიამოვნოთ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვახშმობით, მოაწყოთ წვეულება, აღნიშნოთ მნიშვნელოვანი თარიღები და დღესასწაულები, გააზიაროთ ემოცია და განწყობა, რომელსაც ალფა სახლი ნუცუბიძეზე გთავაზობთ.
პროექტის ფარგლებში, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ხარისხიანი სამშენებლო მასალებით ორი 17-სართულიანი კორპუსი შენდება. პროექტით, პირველ ორ სართულს მთლიანად კომერციული ფართი დაიკავებს. პროექტის - ალფა სახლი ნუცუბიძეზემშენებლობა 2023 წლის იანვარში სრულდება.
შესაბამისად, თქვენ კიდევ გაქვთ დრო და არჩევანი, სწორი გდაწყვეტილება მიიღოთ - არჩევანის ალფა სახლი ნუცუბიძეზე შეჩერების შემთხვევაში, თქვენ იყიდით ემოციას და არამხოლოდ კვადრატულ მეტრებს, რადგან ის იქმნება თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით და ორიენტირებულია კომფორტსა და ცხოვრების ახალ სტილზე.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა