სპაგეტის მაფინები
ინგრედიენტები:
სპაგეტი - ჩვეულებრივი შეკვრის 1/2
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
კარაქი - 50 გ
გახეხილი ყველი - 1/2 ჭიქა
ტომატი - 1/2 ჭიქა
ხორცის გუფთები - 12-15 ცალი
მომზადების წესი:
მოხარშეთ სპაგეტი ჩვეულებისამებრ. მომზადებულ მაკარონში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და კარგად მოურიეთ. შეგიძლიათ მოაყაროთ შავი პილპილი და გამხმარი იტალიური სუნელები.
დაუმატეთ სპაგეტის გახეხილი ყველის ნახეევარი. რა თქმა უნდა, ამ რეცეპტს ყველაზე მეტად პარმეზანი მოუხდება, მაგრამ შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეულებრივი მაგარი ყველით.
კექსების ფორმას წაუსვით გამდნარი კარაქი და მოათავსეთ მასში სპაგეტი.
კექსის თითოეულ განყოფილებას დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი ტომატის პასტა – ფრთხილად მოასხით, რომ არ გადმოვიდეს კიდეებზე.
ახლა გუფთების ჯერია. ისინი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თევზის კონსერვით, ქათმის ნაჭრებით, ან მოხარშული კვერცხით.
მოასხით ფრიკადელებს ტომატის პასტა, ზემოდან კი მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი. შედგით ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთით.
მომზადებულ კერძს ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი და მიიტანოთ სუფრასთან ცხელ-ცხელი.
gemrielia.ge