"ლიმონჩელო" უგემრიელესი ალკოჰოლური სასმელი
ინგრედიენტები:
ლიმონი - 10 ცალი
არაყი - 1 ლ
წყალი - 4,5 ჭიქა
შაქარი - 3 ჭიქა
მომზადების წესები:
1. გარეცხილი ლიმონი გათალეთ, კანი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით არაყი, დააფარეთ თავი მჭიდროდ და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას 10 დღე.
2. მე-11 დღეს აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ შაქარი, მოურიეთ რომ კარგად გადნეს, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
3. გაწურეთ არყის და ლიმონის ნაყენი, შეურიეთ შიგ გაგრილებული სიროფი, ჩაასხით უკან მჭიდროთავიან ჭურჭელში და გააგჩერეთ ერთი თვე.
უგემრიელესი ლიმონჩელოც მზად არის.
gemrielia.ge