თეგებით ძიება
01. 11. 2021 მსოფლიო

ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს პრემერ-მინისტრის თანამდებობას სთავაზობს?

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ამჟამად პატიმრობაში მყოფ, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა.

აღნიშნულის შესახებ აქტიურად საუბრობენ თავად უკრაინელებიც და აცხადებენ, რომ ქვეყანა დაპაუზებულია და მას სჭირდება ადამიანი, რომელიც კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს და ამ მხრივ კარგი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი იქნება, ასეთი კი უკრაინელებისთვის, როგორც ჩანს მხოლოდ სააკაშვილია.

,,როგორ მოგწონთ მეგობრებო ეს ამბავი, ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილს პრემიერ მინისტრის პოსტი შესთავაზა. ამჟამად სააკაშვილი ციხეშია და შიმშილობს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მას როგორც უკრაინის მოქალაქეს დეპორტაციას გაუკეთებენ და უკრაინაში დააბრუნებენ, აქ დაბრუნების შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. უკრაინაში ფაქტობრივად ჩავარდა ვაქცინაციის გეგმა, ძალიან რთული მდგომარეობაა რიგ საკითხებში და ამ ყველაფერს სჭირდება გამოცდილი პოლიტიკოსი და რეფორმატორი. გადავხედოთ ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ვერცერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, აი სააკაშვილი კი ნამდვილად არის ამ მხრივ გამოცდილი, გავიხსენოთ, როგორ ამოიყვანა მან საქართველო 2003 წელს ჭაობიდან, ქვეყანა სადაც არც გაზი იყო, არც ელექტრო ენერგია, ეკონომიკა ჩამოშლილი იყო, ამ ადამიანმა კი მისი აღორძინება შეძლო", - აცხადებს უკრაინელი ბლოგერი სერგეი კორნაკი.



წყარო: ნიუპოსტი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა