პასტა ისპანახითა და ყველით
ინგრედიენტები:
მაკარონის სახეობა ორზო - 200 გ
ჩერი პომიდორი - 1 ჭიქა
ისპანახის ქორფა ფოთლები - 1 ჭიქა
მარილი და პილპილი
ნიორი
გახეხილი ყველი პარმეზანი - 1 ს/კ
ზეითუნის ზეთი
ორეგანო - გემოვნებით
მომზადების წესები:
ორზო ვხარშოთ ზუსტად 7 წთ. გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. გახურებულ ტაფაზე დავასხათ
ზეითუნის ზეთი და მაღალ ცეცხლზე რამდენიმე წამით დავყაროთ ისპანახი, გადავიტანოთ თასში და იმავე ტაფაზე პამიდორი
იმავენაირად მოვთუშოთ. ყველაფერი მოვათავსოთ თასში, დავუმატოთ მარილი, პილპილი და ორეგანო. კარგად ამოვურიოთ
და სერვირებისას მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.
gemrielia.ge