თეგებით ძიება
08. 11. 2021 სპორტი

ეკატერინე გორგოძე Argentina Open-ის გამარჯვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ რუმინელ ირინა ბარასთან ერთად, ამჯერად WTA 125 Argentina Open-ი მოიგო, - ინფორმაციას ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გორგოძე WTA წყვილთა თანრიგის განახლებული რეიტინგით 69-ე პოზიციაზეა, ერთეულთა თანრიგში კი 154-ე ადგილს იკავებს.

დღეიდან ახალი სათამაშო კვირა დაიწყო და ქართველმა ჩოგბურთელებმა სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობა განაგრძეს - საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 22-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის სეზონი დაასრულა და 2022 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა