„მეგრული სუში“ - საიდუმლო ინგრედიენტით
ინგრედიენტები:
ღომი
პიტნიანი ნადუღი
სულუგუნი
სიმინდის ფანტელები
ხახვი და ნიორი
წიწაკა
ნიგოზი
მომზადების წესები:
ღომს გულსართი გაუკეთეთ პიტნიანი ნადუღის და სულუგუნის, გადაახვიეთ როლად და გადაატარეთ სიმინდის ფანტელებში.
მოთუშეთ ხახვი, ნიორი, წიწაკა და დააბლენდერეთ ნიგოზთან ერთად ,დაუმატეთ ადუღებული წყალი და საკმაზები. მეგრული სუშიც მზად არის.
რეცეპტი ტატიანა კვეკვესკირს ეკუთვნის.
gemrielia.ge