შემწვარი კარტოფილი არაჟნის საოცარი სოუსით
ინგრედიენტები:
სოუსისთვის:
ზეთი - შესაწვავად
კარტოფილი - დაახლოებით 800 გ
არაჟანი - 220 გ
ნიორი - 2 კბილი
მარილი და პილპილი
კამა
მომზადების წესი:
კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ, დაჭერით და შეწვით ზეთში. კარგად დაბრაწეთ.
სანამ კარტოფილი იწვება, მოამზადეთ სოუსი: არაჟანში აურიეთ მარილი, კამა, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად აურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან შემწვარ კარტოფილთან ერთად.
gemrielia.ge