თეგებით ძიება

ბოსტნეულის უგემრიელესი ვრაპი მხოლოდ - იდეალურია პიკნიკებისთვის

ინგრედიენტები:

თხელი ლავაში
სტაფილო
ყველი
მწვანილების მიქსი - ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, სალათის ფურცლები
მაიონეზი
სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესები:

გახეხეთ ყველი და სტაფილო.

ლავაშის ერთი ფენა გაშალეთ, თხელ ფენად გადაუსვით მაიონეზი, კეტჩუპი ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სოუსი. მოაყარეთ გახეხილი ყველი. დაადეთ ლავაშის მეორე ფენა, კვლავ სოუსი გადაუსვით და გახეხილი სტაფილო მოაყარეთ. დაადეთ მესამე ფენა, სოუსის შემდეგ დაჭრილი მწვანილები და სალათის სანელებლები (ან მხოლოდ მარილი და შავი პილპილი) მოაყარეთ. გადაახვიეთ რულეტივით და მაცივარში შეინახეთ.

შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი შიგთავსით მოამზადოთ, ძალიან უხდება მოხარშული ქათმის ფილეც.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა