თეგებით ძიება

სოკოს ბურგერები - სამარხვო კერძი

ეს მადისაღმძვრელი ბურგერი გაგიწევთ დროის ეკონომიას და სწრაფად დაგანაყრებთ.

ინგრედიენტები:

ქამა სოკო - 250 გრ
სახამებელი - 1 სკ
სალათის ფურცლები
ფუნთუშა ან პური
კეტჩუპი
მაიონეზი (სამარხვო)
ბულგარული წიწაკა
შავი წიწაკა
უცხო სუნელი
პაპრიკა
სახამებელი
მწვანილი

მომზადების წესები:

დაჭერით ქამა სოკო ძალიან წვრილად, გადაიტანეთ მშრალ ტაფაზე. სოკოს შესაკმაზად გამოიყენეთ შავი წიწაკა, უცხო სუნელი და პაპრიკა.საკმარისია თითო ჩაის კოვზი.

დაამატეთ ცოტა სახამებელი სოკოს, რათა შეიკრას მასა და გააკეთეთ კატლეტები. თითო მხარეს 2 წუთით შეწვით.
ბულგარული დაჭერით მრგვლად, მწვანილი - წვრილად.

ბურგერის ასაწყობად პური გაჭერით შუაში, დაასხით კეტჩუპი, მოათავსეთ სალათის ფურცელი, სოკოს კატლეტი, ბულგარული წიწაკა, მწვანილები და მაიონზი გემოვნებით. ჩვენი სამარხვო ბურგერიც მზადაა!

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა