თეგებით ძიება

ჩიზქეიქი გახეხილი ცომით

ინგრედიენტები:

შაქარი - 1 ს.კ
კვერცხი - 2, გული და ცილა ცალ-ცალკე
კრემ-ყველი - 500 გ
კრემისთვის :
რძე - 2 ს.კ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
კაკაო - 1 ს.კ
შაქრის პუდრა - 2 ს.კ, სავსე
კარაქი - 110 გ
ფქვილი - 230 გ
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
ლიმონის ცედრა - 1 ს.კ
სახამებელი - 1 ს.კ

მომზადების წესები:

ღუმელი გაახურეთ 175 გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. თასში აურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ დაამატეთ კაკაო, კარაქი, შაქარი და რძე. მოზილეთ ცომი. ცომის გუნდა შედეთ საყინულეში 1-2 საათით, რომმ კარგად გამაგრდეს და გაიხეხოს.

ამასობაში მოამზადეთ კრემი: მიქსერის თასში მოათავსეთ კრემ-ყველი, კვერცხის გულები, ლიმონის ცედრა, შაქარი, ვანილის შაქარი და სახამებელი. თქვიფეთ ორი წუთი.
ცალკე ათვიფეთ კვერცხის ცილა. მიღებული მყარი ბეზე დაამატეთ კრემში.

ცომი გაყავით ორად და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ერთი ნაწილი ფორმის ძირზე გაანაწილეთ, დაასხით კრემი, მოასწორეთ და ცომის მეორე ნაწილი მოაფინეთ. გამოაცხეთ 40-45 წუთი, გაგრილების შემდეგ დაჭერით.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა