თეგებით ძიება
23. 11. 2021 სპორტი

ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება

ნოემბრის ბაშოს მე-11 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-17 მაეგაშირა კაისეი იყო. ტოჩინოშინს ბაშოზე უკვე 7 წაგება დაუგროვდა და უარყოფითი ბალანსის ზღვარზეა.

კაისეისთან ორთაბრძოლისას სასტარტო შეჯახებისთანავე მოახერხა ტოჩინოშინმა მეტოქის ქამარში ჩავლების აღება და თავიდანვე უპირატესობის მოპოვება შეძლო, საბოლოოდ კი მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და იორიკირის ილეთით მოახერხა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

10 დღის შემდეგ, ტოჩინოშინს 3 მოგება და 7 წაგება აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-7 მაეგაშირა ჩიოშომა იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა