TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"23  წლის  უნდა  გამხდარ  იყავი  ჩემო თემირლან!" - დედის ემოციური პოსტი
  • "23 წლის უნდა გამხდარ იყავი ჩემო თემირლან!" - დედის ემოციური პოსტი

    2017 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 23 წლის გახდებოდა. დედამისი, მედიკო მარგოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    "შეუსრულებელ 23 წლის იუბილეს გილოცავთ იმიერში: შენი გულდათუთქული მშობლები, დები, დეიდა, ბებიები, ბიძები, ბიცოლები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, ძმაკაცები, ახლობლები და ყველა ვინც კი გიცნობდა და ისინიც ვინც შენი გარდაცვალების შემდეგ, გაიგო შენს შესახებ!...ჩემი უსამართლობით განწირულო შვილო. 23 წლის უნდა გამხდარ იყავი ჩემო თემირლან!ძალზედ ძნელია ჩემთვის დავწერო ეს სიტყვები. შენ უნდა ყოფილიყავი, ჩვენი გვარისა და ჯიშის გამგრძელებელი და დაგეწერა ჩემზე მოსაგონებელი ამბები!...ცრემლით გულის ტკივილით და ყელში მობჯენილი ბოღმით თენდება, ჩვენთვის ყოველი დღე და მხოლოდ ლოცვის დროს ღმერთის წყალობით,ვგრძნობ თავს, შენთან სიახლოვეს და ცოტა ოდენით ვმშვიდდები. 23 წ ე ლ ი ! ! ! ! 23 ტყვია მოხვდეს ყველა იმ ადამიანს ვისი სიტყვაც და ხელი ერიოს შენს არ ყოფნაში! ! ! ! მე კი გაყინული ვივლი სანამ შენ შეგხვდები ! ! ! ! როგორ მძიმდება დღითი დღე ჩვენთვის ! ! ! ! როგორ ვერიდებით უშენობას ! ! ! ! ოღონდ იმ დღეს არ მომასწროს ღმერთმა უშენობა დამაჯეროს.....ოღონდ ჭკუიდან ნუ გადამიყვანს უშენობა..... საშიში ტკივილი ხარ თემირლან ! ! !


    მაპატიე დეე სათანადოდ,რომ ვერ გაგიფრთხილდი, უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე,რომ შენნაირ კეთილშობილ თბილ, ანგელოზ ბავშვს,სიცოცხლეს ვინმე თუ წაართმევდა. ეხლა საიმედო ხელში ხარ. ღმერთს ებარებოდე დეე! მე მარტო ის მამშვიდებს, ყოველი გასული დღე მაახლოებს, შენთან შეხვედრის თარიღს.ჩემო ერთად ერთო,ჩემო სამყაროვ.შენ იყავი ჩემი ცხოვრების აზრი,უშენოდ ყველაფერმა დაკარგა აზრი. არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა რაც შენ დაგმართეს, დღევანდელმა ოცნების დესპოტმა მთავრობამ. მოვა დრო და როგორც შენ ვერ უსწორებ მზეს თვალს, ისე შენ ვერ გაგისწორებენ ის ადამიანები, ვინც უსამართლოდ მოგექცნენ", - წერს მედიკო მარგოშვილი.

    555 ნახვა