TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
როგორ უნდა აიღოთ ახალი AM კატეგორიის მართვის მოწმობა?
  • როგორ უნდა აიღოთ ახალი AM კატეგორიის მართვის მოწმობა?

    „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მართვის მოწმობის ახალი კატეგორია „AM” დადგინდა , რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს - ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

    „იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებულ პირს სურს AM კატეგორიის მართვის მოწმობის მოპოვება, მას მოუწევს მხოლოდ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლა უფასო იქნება“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.
    108 ნახვა