TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ვერ ვხედავ საჭიროებას, პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა - მინისტრი სააკაშვილზე
  • ვერ ვხედავ საჭიროებას, პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა - მინისტრი სააკაშვილზე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში არ საჭიროებს.


    „აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს, მისი მდგომარეობა დღესდღეობით გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია. პირადად მე, ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

    კითხვაზე, თუკი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებაზე ექიმების რეკომენდაცია იქნება, რა პოზიცია ექნება ჯანდაცვის მინისტრს, ტიკარაძე პასუხობს, რომ „არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ დიაგნოზებს“.

    „ექიმების რეკომენდაცია არის ძალიან ხშირად არაერთგვაროვანი, ასევე არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და გარკვეულ გადაწყვეტილებას იღებენ, ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ არის პროცესში ჩართული და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავს პაციენტი ნანახი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
    216 ნახვა