TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ საუბარი არ არის - ეკატერინე ტიკარაძე
  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ საუბარი არ არის - ეკატერინე ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მინისტრთა კაბინეტში საუბარი არ არის.

    „მინისტრთა კაბინეტში მსგავსი საუბრები არ დაწყებულა. გვაქვს დავალებები, რომ არსებული პროექტები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში კოვიდპანდემიის პერიოდში შეფერხებული იყო, გავააქტიუროთ და გუნდში ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ“,- განაცხადა ტიკარაძემ.
    64 ნახვა