TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ბათუმის საკრებულოში ხმაურია
  • ბათუმის საკრებულოში ხმაურია

    ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ახლად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები შევიდნენ.

    ისინი ძველი საკრებულოს დეპუტატების მიერ 2022 წლის ბიუჯეტს განხილვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას ამის უფლება არ აქვს.

    დარბაზში ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებას. ენმ-ის წევრები საკრებულოს ძველი შემადგენლობისგან განმარტებებს ითხოვენ.

    სხდომათა დარბაზში იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებსაც ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაჰყავთ.
    71 ნახვა