TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სააკაშვილი უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ ციხეში - სოზარ სუბარი
  • სააკაშვილი უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ ციხეში - სოზარ სუბარი

    საპარლამენტოს უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის თქმით საქართველოში კი არა მსოფლიოში არ არსებობს პატიმარი, რომელსაც 2 თვის განმავლობაში იმდენი მნახველი ჰყოლოდა, რამდენიც სააკაშვილს.

    "ციხე არ არის კურორტი. საკმარისი ადამიანი შედის და საკმარისზე მეტიც. გაიხსენოს ის ადამიანები, რომლებსაც თავისი პრეზიდენტობის პერიოდშიც, ციხეში მყოფს, მათ შორის ძალიან ბევრ უდანაშაულოს, წლების განმავლობაში ერთი ადამიანის ნახვის საშუალება არ ჰქონდათ. უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ - ციხეში“, - განაცხადა სუბარმა.
    156 ნახვა