თეგებით ძიება
26. 11. 2021 სპორტი

"შენ შეგე*ი!" - ბოთლების სროლა და დიდი დაპირისპირება ანორთოსისის გასახდელში

კვიპროსის ჩემპიონატში, ოლიმპიაკოსთან(3-2) წაგებული მატჩის შემდეგ ანორთოსისის გასახდელში ძალიან ცუდი ამბები დატრიალდა.

ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა sportdog.gr წერს და კონკრეტულად ამ წერილს აქვეყნებს: "თავიდან ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქეცბაიამ მცველებს გაშვებული გოლების გამო უსაყვედურა და მიადგა ფორვარდ კაილ ლაფერტის, რომელიც მარტივი ბურთების ვერგატანაში დაადანაშაულა. სწორედ ამ მომენტში ქართველმა მწვრთნელმა ბოთლი ჩრდ.ირლანდიელი შემტევის მიმართულებით მოისროლა, რაზეც კაილ ლაფერტის პასუხიც მიიღო: "შენ შეგე*ი.

ამან თემურ ქეცბაია გააგიჟა და თავდამსხმელზე გაიწია, ქართველი მწვრთნელი ყვიროდა, რომ ლაფერტისთვის ანორთოსისი დასრულებული იყო, რა დროსაც ჩხუბში ნიკა კაჭარავა ჩაერთო და სიტუაციის დაშოშმინება სცადა, თუმცა საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ კაჭარავა ზამთარში ანორთოსისს დატოვებს," - წერს sportdog.gr.

კვიპროსის ჩემპიონატის 9 ტურის შემდეგ 12 ქულით ანორთოსისი ცხრილის ქვედა ბოლოში, მე-9 პოზიციაზეა. რაც შეეხება კონფერენს ლიგაზე, გუნდს მოგება არ აქვს - 4 მატჩი, 2 წაგება და 2 ფრე.

goal.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა