თეგებით ძიება
28. 11. 2021 COVID - 19

"მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები! დროზე აიცერით! "- გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის გამო, მოსახლეობას ამიმართავს:

"გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია - „ომიკრონი“ (Omicron). „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ).

აჟიოტაჟია საფონდო ბირჟებზე.
ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით და ამერიკაში 6.2%-ით.
ევროპულ ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა 2.4%-მდე, ლონდონის ბირჟაზე 3%, ბიტკოინმა დაკარგა 7%!
სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს
ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.

სად არის გავრცელებული ახალი ვარიანტი:
სამხრეთ აფრიკა
ბოტსვანა
ნამიბია
ბელგია
ლესოტო
ესვატინი
ზიმბაბვე
ჰონგკონგში (ჩინეთი)
ისრაელი

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!
ძალიან სწრაფად ვრცელდება!

შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში!

არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი. შესაძლოა ის ვაქცინები რომლებიც იყვნენ შექმნილი უჰანურუ შტამის წინააღმდეგ შესაძლოა ვერ იმუშაონ ამ ვარიანტის შესაჩერებლად. უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება დაახლოებით 2 კვირაში. სავარაუდოდ ფაიზერ/ბიონტეკი და მოდერნას ვაქცინები იქნება ამჯამად ყველაზე ეფექტური ვაქცინები.

რა უნდა ქნას საქართველოს მთავრობამ ახლა? დროებით ჩაკეტოს შემოსვლა რისკის მქონე ქვეყნებიდან ისევ როგორც ეს უკვე გააკეთეს: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონიამ, და ჰოლანდიამ. სინგაპურმა, იტალიამ, საფრანგეთმა და ისრაელმა ასევე გააწითლეს მოზამბიკი.

დროებით უნდა შეჩერდეს შემოსვლა:
ნამიბიიდან
ლესოტოდან
ესვატინიდან
ზიმბაბვედან
ბოტსვანადან
მოზამბიკიდან
სამხრეთ აფრიკიდან
ჰონგკონგიდან (ჩინეთი)

რა უნდა გააკეთოთ თქვენ:

მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები!
დროზე აიცერით ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინებით, არ გადადოთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ … ", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა