თეგებით ძიება

"ლამის წმინდანად შევრაცხოთ" - ირინა სარიშვილი სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის მოსამართლეზე სოციალურ ქსელში წერს:

"ქალმა, დედამ, თან მოსამართლემ თქვა რომ არ მოეწონა როგორც მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს გლდანის საპყრობილეში გადაყვანის დროს, ასე მკვლელსაც არ უნდა მოექცე, ყველაფერი კანონიერების ფარგლებში უნდა იყოსო და ლამის წმინდანად შევრაცხოთ.
ზადორნოვის მოთხრობაა მგონი, ლენინი სამართებლით წვერს იპარსავს, ამ დროს ბავშვები შემოვლენ, შაქარს თხოვენ, ესეც ნატეხებს დაურიგებს და ბოლოს დასკვნაა: აი რა კეთილი იყო ძია ლენინი, ხომ შეეძლო იმ სამართებლით ბავშვებისთვის ყელი გამოეჭრაო... ეს მოთხრობა მახსენდება ამ ამბავზე და კიდევ "უქარქაშო... ხმლები არა ოღონდ ", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა