თეგებით ძიება

"ყოველკვირეულად ასობით სიცოცხლესაც ნთქავს..." - რას წერს ბაია პატარაია

უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეპიდვითარების მედიაში გაშუქების საკითხს ეხმაურება:

"რატომ გაქრა დღის წესრიგიდან კოვიდის თემა, კითხულობენ ადამიანები. პასუხი ჩემთვის ძალიან ცხადია: პოლიტიკოსები გვერდს უვლიან, მედიებიც პოლიტიკოსებს მიყვებიან კვალდაკვალ და შესაბამისად საჯარო დებატიდან კოვიდი გაქრა, თორემ რეალური ცხოვრებიდან არც გამქრალა და ყოველკვირეულად ასობით სიცოცხლესაც ნთქავს.

ახლა ვთქვათ, პოლიტიკოსების დღის წესრიგიდან რანაირად გაქრა: 1. ხელისუფლებამ გააქრო, რადგან უკიდურესად ჩასვრილია კოვიდთან ბრძოლაში და თან ღარიბაშვილს ეშინია კოვიდ-რეგულაციების და ვაქცინაციის მოტხოვნით არ გაანაწყენოს ისედაც შეთხელებული მხარდამჭერი; 2. ოპოზიციის სამარცხვინოდ, ვიტყვი, რომ მას მერე, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველიც დიდწილად ანტივაქსერია, ზუსტად ოცნებასავით იქცევა ოპოზიციაც - თვალს ხუჭავს კოვიდზე. და თანაც, ოპოზიცია არ იყო, კოვიდ-შეზღუდვებისთვის რომ აკრიტიკებდა ხელისუფლებას? 3. და ასევე მტკივნეული თემა: მედიები, კერძოდ, ტელევიზიები - დაინახეს რა, რომ პოლიტიკოსებისთვის კოვიდის თემა აღარაა პრიორიტეტული, თვითონაც გადავიდნენ მათ რელსებზე და ტიკარაძის განცხადებების მიღმა სათანადო ძალისხმევას აღარ დებენ კოვიდ-დებატებში. არადა იყო დრო, როცა ყოველი მეორე პოლიტიკური თოქ-შოუ კოვიდის მართვას ეთმობოდა. ახლა რატომ აღარ ეთმობა? კოვიდი დასრულდა ამ ქვეყანაში? პირიქით, აცრები მკვეთრად დავარდა, სიკვდილიანობამ კი მკვეთრად იმატა, მაგრამ ვინაიდან პოლიტიკოსებს არც იქეთა და არც აქეთა მხრიდან აცრებზე და რეგულაციებზე საუბარი არ სურთ, პანდემია გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან.

ჩვენ კი ისევ ის ნაცნობი და სევდიანი განცდა გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია და ჯანდაბამდე გზა გვქონია აცრილებსაც და აუცრელებსაც...", - წერს პატარაია ფეიაბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა