თეგებით ძიება

შეუძლია მოკლას სააკაშვილი... მის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრო მაგნიტურ ტალღებს - გიორგი ჩალაძის სკანდალური განცხადება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მესამე პრეზიდენტის ფანჯრის ქვეშ აყენია მანქანა, რომელიც ელექტრო მაგნიტურ ტალღებს ასხივებს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია.

„ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრო მაგნიტურ ტალღებს. ეს არის სისტემა „კუპოლი“, ე.წ. "გუმბათი", მისი გამოსხივება 100 მეტრი რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემო მყოფს. იწვევს დაავდებებს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული გამოსხივება. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ აშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ყველა, ვინც ამ ფანჯრებთან, მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება. ეს მანქანა იმ წუთიდან რაც მიშა სააკაშვილი გადმოყვანილია გორში, პალატის ქვევით დგას. ამ მანქანის გამოსხივება განსაკუთრებით ძლიერდება ავტომობილის ანტენების ზემოთ რადიუსზე. ვთხოვ ნინო ლომჯარიას შეისწავლოს ეს ფაქტი. ვთხოვ დიპლომატიურ კორპუსს, მოახდინოს ამაზე უმკაცრესი რეაგირება“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, პატრიმრობიდან 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ის ამჟამად მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა