თეგებით ძიება

სამარხვო ნამცხვარი ვაშლისა და ბანანის გულსართით

ინგრედიენტები:
ცომი:


მარგარინი - 125 გ (ნახევარი შეკვრა)
ცივი წყალი - 0,5 ჭიქა
შაქარი - 1/3 ჭიქა
სოდა - 0,5 ჩ/კ + 1 ს/კ ლიმონის წვენი
ფქვილი - 2-3 ჭიქა
გულსართი:
ვაშლი - 4 ცალი
ბანანი - 2 ცალი
შაქარი
ვანილი
შაქრის პუდრა - მოსაყრელად

მომზადების წესები:

მარგარინი გავადნოთ, შევურიოთ ცივი წყალი და შაქარი, სანამ ერთგვაროვან მასად გადაიქცევა. დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით და ფქვილი. უნდა მოვზილოთ ნაზი, ელასტიური ცომი. ვაშლი და ბანანი გავხეხოთ, გემოვნებით შევურიოთ შაქარი და ვანილი. ცომი დავყოთ 10 გუნდად, გავაბრტყელოთ, გულში ჩავუდოთ ხილის გულსართი, შევკრათ სასურველი ფორმით და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, სანამ ღია ოქროსფერს მიიღებს. მზა ნაცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა