თეგებით ძიება
30. 11. 2021 სპორტი

ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენისა“ თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ეს არის პრიზი, რომელიც ჟურნალ France Football-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

34 წლის ლიონელ მესის კარიერაში „ოქროს ბურთი“ მანამდე 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში აქვს მიღებული.

„ოქროს ბურთის“ 2021 წლის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

3. ჟორჟინიო (ჩელსი)

4. ქარიმ ბენზემა (რეალი)

5. ნ’გოლო კანტე (ჩელსი)

6. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი)

7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

9. კილიან მბაპე (პსჟ)

10. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა