თეგებით ძიება

ქამა სოკოს ოჯახური – სამარხვო კერძი

ინგრედიენტები:

ქამა სოკო
კარტოფილი - 1 კგ
ბულგარული წიწაკა - 3 ცალი
ხახვი - 1 ცალი
მწვანილი
მჟავე კიტრი

მომზადების წესები:

დაჭერით კარტოფილი გრძლად და ცხიმში შეწვით.
სოკო, ბულგარული, ხახვი, მჟავე კიტრი და მწვანილი წვრილად დაჭერით.
ჯერ სოკო მოთუშეთ ტაფაზე, შემდეგ ეტაპობრივად ბულგარული და ხახვიც დაუმატეთ. ბოლოს მწვანილი და მარილი დაუმატეთ გემოვნებით.

სერვირება: თეფშზე კარტოფილი გადაიტანეთ და შუაში მოთუშული ბოსტნეული დაადეთ, ზემოდან დაჭრილი მჟავე კიტრი მოაყარეთ.
ეს კერძი უმჯობესია მომზადდეს კეცზე, თუმცა არანაკლებ გემრიელი გამოდის ტაფაზეც.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა