თეგებით ძიება

სამარხვო ჩიტის რძე

ინგრედიენტები:

ბისკვიტი:


მურაბის სიროფი - 15 ს/კ (უმჯობესია ღია ფერის მურაბა)
შაქარი - 15 ს/კ
ზეთი - 15 ს/კ
სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
ფქვილი - ისეთი სისქის,რომ საცხობ ფირფიტაზე გადანაწილდეს

კრემი:

წყალი - 1/2 ლ
შაქარი - 1.5 ჭიქა
ფქვილი - 4 ს/კ
სამარხვო კარაქი ან მარგარინი - 1 ცალი
ვანილი - 1 ცალი
კონიაკი - 1 ს/კ

მინანქარი:

კაკაო - 1 შეკვრა
შაქარი - 5 ს/კ
სამარხვო კარაქი ან მარგარინი - 59 გ
წყალი - 3 ს/კ

მომზადების წესები:

დადგით ორთქლზე : მურაბის სიროფის, შაქრის, ზეთისა და სოდიანი ძმრის ნაზავი. შაქარი რომ გადნება, დავუმატოთ ფქვილი იმდენი,რომ შემდგომ კოვზით შევძლოთ გადანაწილება ფქვილმოყრილ,ცხიმიან "ჟარონაზე". გავყოთ ცომი 3 ნაწილად.

ნახევარ ლიტრ წყალს დავუმატოთ ფქვილი. რომ გაივდება , შევათქვიფოთ მარგარინი,ვანილი და 1 ს/კ კონიაკი.

თავზე უნდა წავუსვათ შოკოლადის მინანქარი.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა