თეგებით ძიება

"ზაზა სარალიძის გაუბედურებულ, გატანჯულ სახეს მოვკარი თვალი და ..." - რას წერს ზურაბ გურული

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სკოლებში ძალადობრივი და კრიმინალური მენტალიტეტის არსებობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"ზაზა სარალიძის გაუბედურებულ, გატანჯულ სახეს მოვკარი თვალი და ...
სექსუალური დამცირების გახსენების კამპანიასთან ერთად, რომლის მონაწილეებიც ძირითადად ქალები იყვნენ, ქართველ კაცებსაც თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და გულწრფელად გაიხსენებენ სკოლებში გატარებულ საკუთარი ბავშვობის წლებს, შესაძლოა ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგას ქართული სკოლების პათოლოგიური, პარა-კრიმინალური მენტალიტეტის იერარქიის დასაშლელად და ამოსაძირკვად. იერარქიისა, რომლის მოქმედებაც მხოლოდ "იმ 9 წლის" განმავლობაში შეჩერდა და რომელმა წლებმაც სიცოცხლესთან ერთად ბავშვობაც აჩუქა საქართველოს ნორმალურ, კანონმორჩილ მოსწავლეებს, ანუ იმათ, ვისაც ეს უბოროტესი იერარქია "ბოზებად" და "ჩმორებად" მოიხსენიებს დღესაც.

მაგრამ ეს არ მოხდება. დაჩაგრულებს სამუდამოდ სურთ დაივიწყონ თავიანთი დაკარგული ბავშვობა, მჩაგვრელებს კი ერთგვარად ეამაყებათ, მაგრამ ხელს არ აძლევთ ამის გახსენება, მშვენივრად ესმით მოზრდილთა სამყაროს პოლიტიკურ-სოციალური კონიუნქტურა. ჰო, კიდევ არის ერთი კასტა, ე.წ. "აზნაურობის მაძიებელთა" ანდა "საჭურველმტვირთველთა", რეალურად, იერარქიის ენით კი "შესტიორკათა", რომლებიც საკუთარ თავს მჩაგვრელთა პრესტიჟულ კასტასთან მოიაზრებენ და მათზე უფრო ვოკალურად "აწვებიან ქურდულს"

სწორედ ამიტომ, ყოველთვის მიკვირდა ქართული ლიბერალიზმის მამათა და დედათა მიერ "იმ 9 წლის" არაადექვატური შეფასება. ისინი დღესაც თვალს არიდებენ და არ აკეთებენ იმის ანალიზს, თუ რატომ მოსწონდა გულწრფელად უამრავ კანონმორჩილ, წესიერ მოქალაქეს ასე დაჟინებით "ის 9 წელი". არადა, ეს ხომ საოცრად მარტივია. ამისათვის მათ საკუთარი, პრესტიჟულ თბილისურ სკოლებში გატარებული ბავშვობის გულწრფელი ანალიზიც ეყოფათ. მაგრამ ეს ანალიზი არ გაკეთდება. არ გაკეთდება იმიტომ, რომ მაშინდელი მჩაგვრელები დღეს ქართული საზოგადოების პატივცემული წევრები არიან და მათთან დაპირისპირებად არ უღირთ.

სწორედ იმ, დამახინჯებული ბავშვობის წლებიდან მოდის დღევანდელი, მენტალურად ტრავმირებული ქართული საზოგადოება და ისინი ზრდიან საკუთარ შვილებს ფსიქოლოგიით, რომ - სჯობს მგელი იყო, ვიდრე ცხვარი-. მაგალითი ხომ წინ აქვთ ყოველდღიურად...", - წერს გურული ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა