თეგებით ძიება
04. 12. 2021 სპორტი

"არასდროს მითქვამს,რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ" - ლიონელ მესი

პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ თავისი მოსაზრებები გაუზიარა თაყვანისმცმლებს მეშვიდედ "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ, რომელიც ყოველი წლის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

„არასოდეს მითქვამს, რომ ისტორიაში საუკეთესო ვარ. არც მიცდია ამ აზრის თავში გაელვება. ის, რომ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს მეძახიან, უკვე საკმარისზე მეტია. ბოლოს და ბოლოს, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს“, - ციტირებს France Football-ი მესის სიტყვებს.

მისი თქმით, მას არ აინტერესებს საუკეთესოდ მიიჩნევენ თუ არა, რადგან არასდროს სურდა ასეთი რამე. სპორტსმენმა აღიარა, რომ არც აპირებდა უამრავი ადამიანის კუმირი გამხდარიყო და რაიმე რჩევები მიეცა, არამედ მხოლოდ იბრძოდა თავისი მიზნების შესრულებისთვის.

„თავიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი, შემდეგ კი ვიბრძოდი წინსვლისთვის და ვცდილობდი ყოველ წელიწადს ახალი მიზნებისთვის მიმეღწია. ასეთ მომენტებში ცოტა იღბალიცაა. მე მჯერა, რომ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ჩემთან მოეხდიან“, - დასძინა მესიმ.

34 წლის მესი, არის კლუბი "პარი სენ-ჟერმენის"და არგენტინის ნაკრების კაპიტანი, საუკეთესო ბომბარდირი ესპანეთის, ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების ჩემპიონატის ისტორიაში. აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად . არის "ოქროს ბურთის" შვიდგზის და ექვსგზის "ოქროს ბუცის" მფლობელი.

"ბარსელონას" აკადემიის კურსდამთავრებულმა ამ კლუბთან ერთად მოიგო ესპანეთის ათი ჩემპიონატი, ოთხჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, შვიდჯერ ესპანეთის თასი, რვაჯერ ესპანეთის სუპერთასი, სამი ევროპის სუპერთასი და სამი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ამერიკის თასი არგენტინის ნაკრებში.

წაყრო - intermedia


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა